საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.

კაშიას ეს ნაბიჯი ლგბტ თემის მხარდამჭერ მესიჯად შეფასდა, მას უკვე გამოეხმაურა თანასწორობის მოძრაობაც:

"მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის დასაფიქრებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით მძლავრია" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.